კრიზისი უკრაინაში

მოგერინი: ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია მინსკის შეთანხმების შესრულებაზე

ევროკავშირი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის, მაგრამ მისი პრიორიტეტი მინსკის შეთანხმების შესრულებაა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რიგაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა. ფედერიკა მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების წინააღმდეგია. 

"ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, რათა ამ მხრივ წინსვლას მივაღწიოთ. რაც ახლა უკრაინას სჭირდება, ესაა მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა და მშვიდობა და ამ ორ განზომილებაში უნდა ვიმუშაოთ, რათა მოიძებნოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვით", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

კომენტარები