რეკლამა

ფუდპანდა გილოცავთ 8 მარტს - შემოიხედეთ www.foodpanda.ge-ზე

გაზაფხულიც დადგა. მართალია, ამინდი ჯერ არ გვანებივრებს სითბოთი, თუმცა საგაზაფხულო განწყობილებას ყველაზე მეტად ჩვენი საყვარელი ადამიანი გვაგრძნობინებს.

ფუდპანდა გილოცავთ 8 მარტს და კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

გაუკეთეთ თქვენს ქალბატონებს სიურპრიზი სახლიდან გაუსვლელად. ნუ დატვირთავთ მათ  სამზარეულოში  და აჩუქეთ დაუვიწყარი დღე. ეს არის დღე, რომელიც მხოლოდ ქალბატონებს ეკუთვნით. ის გაზაფხულის მოსვლას ემთხვევა და ალბათ ეს არ არის შემთხვევითი. ახლაც მუდამ შენს გვერდითა და ახლაც მზად არის გემსახუროთ ფუდპანდა, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს: ის სწრაფი, დროული, სასურველი და თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული. გამოიყენეთ ფუდპანდას შესაძლებლობები და „დაიბრალეთ“, რომ ეს ყველაფერი თქვენ შეძელით - მოუმზადეთ თქვენს რჩეულს საუზმე, სადილი და ბოლოს „რომანტიული  ვახშამი“  ...  ფუდპანდა ამ შემთხვევაშიც თქვენს გვერდითაა.

ფუდპანდას რჩევები, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე: მიზანშეწონილია ოთხჯერადი კვება,  სასურველია, კვების რაციონში ჭარბობდეს ხილი, ბოსტნეული და თევზი. მნიშვნელოვანია, კვირის და, მით უმეტეს, დღის რაციონში ერთი და იგივე კერძი არ მეორდებოდეს; თუ კერძს ხშირად მივირთმევთ - ის უნდა  იყოს აუცილებლად გემრიელი. საუზმე უნდა იყოს ნოყიერი ვიტამინებით სავსე, სადილი ცილებით გაზავებული,  ვახშამი კი,  მსუბუქი.

საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, მაგრამ როცა  რამის შეცვლას გადაწყვეტთ, აირჩიეთ  ყველაზე მარტივი გზა  - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.  დღეისათვის ფუდპანდასთან 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს, მათ შორის  სწრაფი კვების ობიექტებიც, რომლებიც მომხარებელს სიურპრიზებს სთავაზობენ,  არჩევანი კი თქვენზეა.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთი კერძის რეცეპტს, რომელიც ყველაზე ძალიან უყვართ ქალბატონებს:

ქათმის მწვადი მანგოთი:

ქათმის ხორცისგან მომზადებულ მწვადს პიკანტურ გემოს მისცემს ეგზოტიკური მანგო. მწვადის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ნებისმიერი ნაწილი. ამ რეცეპტში ვიყენებთ ქათმის მკერდს. მწვადის მომზადება შეგიძლიათ, როგორც ქურაში, ასევე ნაკვერჩხალზე. 

ინგრედიენტები: ორი ქათმის მკერდი; მანგოს კონსერვი – ერთი ქილა (310-420 გრ); მწვანე სალათის ფურცლები; ტომატის სოუსი ან კეტჩუპი – 100-150 გრ; ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი; სუნელები – 1 ჩაის კოვზი; წითელი წიწაკა (დაფქული); მარილი.

მომზადების წესი: ქათმის მკერდს გააცალეთ ძვლები და კანი. დაჭერით შეძლებისდაგვარად თანაბარ ნაჭრებად. დაჭრილი ქათამი ამოავლეთ წინასწარ ერთმანეთში არეულ მარილსა და წითელ წიწაკაში და ჩააწყვეთ პლასტიკატის კონტეინერში. ახლა ფილეს დაუმატეთ ტომატის სოუსი ან კეტჩუპი, ზეითუნის ზეთი და სუნელები, კარგად აურიეთ, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და დადგით გრილ ადგილას 30 წუთით, ერთი სათით ან კიდევ მეტი დროით. ჩაბასტურმებული ქათმის ხორცის ნაჭრები ააცვით შამფურებზე და შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მხოლოდ 10-12 წუთით, რომ ხორცი წვნიანი და ნაზი დარჩეს. თუ ზედმეტად შეწვით, მწვადი მშრალი გამოგივათ. გადმოიღეთ ქილიდან მანგო და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. თეფშზე დააწყვეთ სალათის ფურცლები, ზემოდან მწვადი და გვერდებზე მოუწყვეთ მანგოს ნაჭრები. გემრიელად მიირთვით!

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას" სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარები