რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა

საგანელიძე: რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის აუცილებლობა არ არის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს.

საგანელიძე ასევე არ მიიჩნევს საჭიროდ ეკონომიკური გუნდის პარლამენტში დაბარებას და აცხადებს, რომ საჭირო ინფორმაციას მთავრობისგან დეპუტატები ისედაც იღებენ.

„არა მგონია, რომ ახლა ამის აუცილებლობა იყოს, რადგან რა ინფორმაციაც ჩვენ გვჭირდება მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან, მას ისედაც ვიღებთ. ის, რომ პარლამენტში მოხდეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის დაბარება და საჯაროდ საუბარი, რაც ოპოზიციას სურს, ვფიქრობ, ზედმეტი იქნება, ვინაიდან ოპოზიციას სურს საპარლამენტო ტრიბუნა დემაგოგიის არენად გადააქციოს“ - განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. დეპუტატების განცხადებით, ამ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც უნდა გამოცხადდნენ.

ეს განცხადება დავით საგანელიძემ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დაწყებამდე გააკეთა. დეპუტატების განცხადებით, დღეს მიმდინარე საკითხებს განიხილავენ, მათ შორის 18-20 მარტის საპარლამენტო სხდომებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდოდატის საკითხს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები