სავალუტო კრიზისი

ხადური პრეზიდენტის მრჩეველს: ჩვენ პასუხისმგებელი მთავრობის წინაშე ვართ

ტაბულა

''ჩვენ პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით და 5 მარტს მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია'', - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მარგველაშვილმა მისთვის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის პირობა შეახსენა.

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას, ხადურმა ჟურნალისთებთან საუბარში აღნიშნა, რომ მან და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობას ინფორმაცია 5 მარტს წარუდგინეს.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა წარდგენას ახსენებს.

აბაშიშვილისვე განცხადებით პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დროს ნოდარ ხადურმა და გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს პირობა მისცეს, რომ ანტიკრიზისულ გეგმას 5 მარტამდე წარადგენდნენ. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით ხადურმა და კვირიკაშვილმა პირობა დაარღვიეს და ვადა ისე ამოიწურა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პეზიდენტი აღარ გახსენებია.

კომენტარები