სავალუტო კრიზისი

კვირიკაშვილი: სპეკულაციები, რომ ქვეყანა იღუპება მიმაჩნია არასწორად

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტი

''მე იმის საჭიროებას, რომ დღეს კიდევ უფრო ავზვირთოთ ემოციები და გავმართოთ სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ რაღაცა ხდება და ქვეყანა იღუპება მიმაჩნია არასწორად'', - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხვონის საპასუხოდ გააკეთა.

კვირიკაშვილის თქმით, ნაცვლად პოლიტიკური სპეკულაციებისა, სიტუაციის გამოსასწორებლად კონსტრუქციული და ყოველდღიური მუშაობაა საჭირო. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ''პოლიტიკური ვნებების აზვირთება ამას ხელს არ უწყობს''.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო სხდომა ჩაიშალა.

კომენტარები