ქალთა კვოტირება

კვოტირება - გამოსავალი თუ დისკრიმინაცია

0 კომენტარი

საქართველოს მოსახლეობის 53% ქალია, საქართველოს პარლამენტში კი მხოლოდ 12%-ია ქალი, ანუ 17 დეპუტატი. კოალიცია ქართულ ოცნებას, რომელიც პარლამენტში 85 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 11 ქალი დეპუტატი ჰყავს. 51 დეპუტატიან საპარლამენტო უმცირესობას - ნაციონალურ მოძრაობას კი 5 ქალი.

მეტი ქალი პარლამენტში - ამ სახელწოებით აქციები ხვალ მთელი საქართველოს მასშტაბით ერთდროულად, სამ საათზე საიწყება. აქციის მონაწილეები პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდას ითხოვენ. მათ ამის ერთ-ერთ საშუალებად კვოტირება მიაჩნიათ, ანუ ის, რომ პარლამენტში ქალების რაოდენობა კანონით დარეგულირდეს. ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა პროპორციული სიის 50%-ია, ანუ 38 ქალი დეპუტატი.

არასამთავრობო ორანიზაციები ნაწილი არ ეთანხმება კვოტირებას და მიჩნევს, რომ ამაn შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს და ვერ მივიღოთ სექსისტური სტერეოტიპებისა და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრა. გრასის თანადამფუძნებელი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არც ერთ სამსახურს არ დათანხმდება, თუ ეცოდინება, რომ მისი დასაქმე არა ინდივიდუალური უნარების, არამედ სქესის გამო სურთ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ კვოტირება ხელოვნური მექანიზმია და ამან უკუშედეგი შეიძლება გამოიწვიოს.

პარლამენტში ქალების რაოდენობის გაზრდას მხარს უჭერენ მოქმედი დეპუტატები. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ამ საკითხზე თანხმდებიან. ტაბულას კითხვას რატომ ჰყავთ პარლამენტში მხოლოდ 11 ქალი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ ქალები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ერიდებიან. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს.

თუ პარლამენტში დეპუტატთა მხოლოდ 12%-ია ქალი, გაცილებით ცუდი სიტუაციაა ადგილობრივ თვითმმართველობებში. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების კვლევის მიხედვით, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს 71 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს შემადგენლობაში არჩეული 2083 დეპუტატიდან, მხოლოდ 11% ანუ 242 ქალია. თელავის, ფოთის, მცხეთის, წალკისა და ასპინძის საკრებულოებში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები