ვაზაგაშვილის საქმე

მოსიაშვილი: ცნობილია ვის ეკუთვნის ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი მეორე დნმ

0 კომენტარი

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვკოატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია თუ ვის ეკუთვნის მეორე დნმ, რომელიც ყარაჯალას სასაფლაოზეა აღმოჩენილი. მისივე თქმით მხოლოდ დნმ-ის აღმოჩენა ბრალის წარსადგენად საკმარისი ვერ იქნება.

''როგორც ჩემთვის არის ცნობილი გამოძიებას დადგენილი აქვს ეს კონკრეტული ფაქტი. ამ დნმ-ის აღმოჩენის ფაქტის შემდეგ ხდება კონკრეტული გარემოებების დაზუსტება. არ არის გამორიცხული კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს, თუმცა მხდოლოდ დნმ-ის აღმოჩენა ბრალის წარსადგენად საკმარისი მიზეზი არ არის'', - განაცხადა მოსიაშვილმა.

მოსიაშვილი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ მისთვის ცნობილია იმ პიროვნების ვინაობა, ვისი დნმ-იც სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს. მოსიაშვილის თქმით შესაძლოა ამ პიროვნებას სოსანაშვილთან შეხება ჰქონოდა, თუმცა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

''გიდასტურებთ, რომ დაკითხულია ჩემი ინფორმაციით ეს პირვონება. თუმცა, მხოლოდ დაკითხვა არ არის საკმარისი. სავარაუდოდ ბრალდებულო სოსანაშვილთან შეიძლება ჰქონოდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია ამ ინფორმაციის კონკრეტულად დადასტურება'', - აცხადებს მოსიაშვილი.

ვაზაგაშვილების ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი ირმა ჭკადუა, მეორე დნმ-ის აღმოჩენის შესახებ 5 მარტს ტაბულას გადაცემა თეორემაში საუბრობდა. ჭკადუა ამბობდა, რომ გამოძიება ამ ეტაპზე სწორედ დნმ-ს მიხედვით პირის ვინაობის დადგენას ცდილობდა.

სხვა დნმ-ს შესახებ ინფორმაცია პირველად მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ 19 თებერვალს გაახმაურა. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილის საფლავზე "სხვა პირების დნმ-ს კვალიც არის აღმოჩენილი".

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები