გენდერული ბალანსი

ნანუაშვილი: გენდერული ბალანსის მისაღწევად კვოტირების სისტემაა საჭირო

უჩა ნანუაშვილი

მოვუწოდებ ხელისუფლებას დაიწყოს მუშაობა ქალებისთვის სპეციალური დროებითი მექანიზმის, კვოტების შემუშავებაზე - ამის შესახებ სახალხო დამცველის 8 მარტის მილოცვაშია ნათქვამი.

უჩა ნანუაშვილი განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ქალების ხმა კვლავ არ ისმის გადაწყვეტილების მიღებისას, ისინი განიცდიან ძალადობას და რიგ შემთხვევებში სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი სიცოცხლე დაეცვა.

„განსაკუთრებით მინდა მივულოცო მიგრანტ ქალებს, რომლებმაც იკისრეს მძიმე ტვირთი საქართველოში მყოფი ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფისა; პატიმარ ქალებს, რომლებიც გარიყულნი არიან საზოგადოებიდან და საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას; დევნილ და ლტოლვილ ქალებს, რომელთაც მოუწიათ თავიანთი საცხოვრებლების დატოვება და დღეს დევნილობაში სოციალური დახმარების იმედად რჩებიან; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, რომლებიც ყოველდღე განიცდიან უთანასწორო მოპყრობას და მათი პოტენციალი სტიგმებში იკარგება; ძალადობაში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც მარტო დავტოვეთ ძალადობის პირისპირ და ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ; აქტივისტ და უფლებადამცველ ქალებს, რომლებიც საკუთარი ჯაბნმრთელობისა და რესურსების ხარჯზე ყოველდღიურად იბრძვიან ქალთა უფლებების დასაცავად. სრულიად საქართველოს ქალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აზრით სწორედ კვოტირების სისტემით თავი დააღწევს სახელმწიფო უთანასწორო მდგომარეობას და გაიზიარებს არაერთი განვითარებული, მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნის წარსულ გამოცდილებას, რომლებმაც სწორედ კვოტირებით მიაღწიეს გენდერულ ბალანსს.

კომენტარები