ბორის ნემცოვის მკვლელობა

ბორის ნემცოვის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ხელყუმბარამ იმსხვერპლა

AFP

ჩეჩნეთში, გროზნოში ბორის ნემცოვის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი მისივე ნასროლმა ხელყუმბარამ იმსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას Интерфакс ავრცელებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, უცნობმა პირმა ერთი ხელყუმბარა პოლიციელების მისამართით ისროლა, მეორე კი აუფეთქდა და ადგილზე გარდაიცვალა.

Интерфакс-ის ინფორმაციით გროზნოში, ლევ იაშინის ქუჩაზე სავარაუდო ეჭვმიტანილის ბინას პოლიციამ ალყა შემოარტყა და დანებება მოსთხოვა, თუმცა უცნობმა პირმა მათ ხელყუმბარა ესროლა. 

შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი გუშინ დაკაავეს. 

კომენტარები