ქალთა წინააღმდეგ ძალადობა

თალაკვაძე: ქალთა ძალადობის აღმოსაფხვრელად ამბიციური გეგმები გვაქვს

mcla.gov.ge

ქალთა ძალადობის აღმოსაფხვრელად ამბიციური გეგმები გვაქვს - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე კონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე დამსწრე საზოგადოებას ძალადობის შესახებ ოფიციალური ფაქტები წარუდგინა და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა.

“ყოველი მესამე ქალი არის ძალადობის მსხვერპლი მისი პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან. წელს გვაქვს უფრო ამბიციური და უფრო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ამბიციურ გეგმაში მოიაზრება  ფართო საზოგადოებრივი კამპანია, მოიაზრება კანომნდებლობის შემდეგი დახვეწა, ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და იმ მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რომლებიც გვაქვს ძალადობის ფაქტებთან მიმართებაში“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ეკა სხილაძემ - მისი განცხადებით საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები საგანგაშოდ მაღალია.

“საქართველოში კვლავ საგანგაშოდ მაღალია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევები. ერთი მხრივ, პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც სტერეოტიპულ გარემოში ცხოვრობს, ხოლო მეორე მხრივ, პრობლემაა  სერვისების მიწოდების ხარისხი. ხშირ შემთხვევაში, ქალები, რომლებიც მიმართავენ თავიანთი უფლებების დასაცავად, შესაბამისი უწყებების მხრიდან ვერ იღებენ ადეკვატურ  მომსახურებას“, - განაცხადა სხილაძემ.

კომენტარები