ქამრების შემოჭერა

ენმ ქუთაისის პარლამენტის დახურვაზე: კომფორტზე ზრუნვას, კონსტიტუციაში ჩაიხედონ

garbonline.tv

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივა ქუთაისის პარლამენტის დახურვის თაობაზე არაკონსტიტუციურად შეაფასა. მისი თქმით, ეს შეთავაზება მმართველი კოალიციის პირად ინტერესებს უკავშირდება და ვერავითარ დადებით შედეგს ვერ მოიტანს.

"სამწუხაროდ, მათ მოუწევთ ბიუჯეტის სეკვესტრი და მთელი რიგი იმ პროექტების შეკვეცა ან გაუქმება, რომლებიც მართლაც რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ქუთაისის პარლამენტის შენობას, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ხელი აიღონ, ასე ვთქვათ, თბილისში ძველ ამორტიზირებულ შენობებზე თანხების ხარჯვაზე იმისთვის, რომ თავიანთი პირადი კომფორტი მოიწყონ და არ შეწუხდნენ ქუთაისში სიარულით. ჩაიხედონ კონსტიტუციაში, ნუ დაარღვევენ კანონს, რაც თავისთავად აღარ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაწევას ბიუჯეტიდან", - განაცხადა მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ქამრების შემოჭერის გზას ქუთაისის პარლამენტის დახურვაში ხედავს. მათი თქმით, ქუთაისის პარლამენტის დახურვის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს ხარჯები საგრძნობლად შემცირდება.

კომენტარები