ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ჩეხეთმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია გადადო

electionchannel.com

ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია გადადო. ამის შესახებ ჩეხური გამოცემა ლიდოვე ნოვინი იუწყება.

გამოცემის ცნობით, მიზეზად ჩეხურ ენერგოკომპანია ენერგო-პრო ჯორჯიასთან საქართველოს მთავრობის დავა სახელდება. როგორც გამოცემა წერს, კომპანიას დამატებით 1.5 მილიარდ კრონიანი(60 მლნ დოლარი) გადასახადი დაუწესეს, რის გადახდაზეც კომპანიამ უარი თქვა და გადასახადის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანხაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის დასრულებასაც ჩეხეთი ელოდება. დეპუტატებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია 1 აპრილამდე გადადეს. 

კომენტარები