უცხოური გრანტები

იაპონიის მთავრობა თბილისისთვის ჰიბრიდული ავტობუსების შეძენას დააფინანსებს

0 კომენტარი
ფოტო: busnews.blogspot.com

იაპონიის მთავრობა საქართველოს 4.2 მილიონი დოლარის გრანტს გამოუყოფს. არასაპროექტო გრანტის გამოყოფის შესახებ დოკუმენტაციას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანიმ მოაწერეს. გრანტის ნაწილით თბილისისთვის ჰიბრიდული ავტობუსების შეძენა მოხდება, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოემსახურებიან. გრანტის ფარგლებში ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს ელექტრომობილები გადაეცემა. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ეს სიახლე ქალაქში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, მთავრობას მოლაპარაკებებით შეეძლო, შეეცვალა იაპონური გრანტის დანიშნულება და ის უფრო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გამოეყენებინა. 

იაპონიის მთავრობა მსოფლიოს მასშტაბით გამოყოფს მსგავს გრანტებს, რითიც საკუთარ "მწვანე ტექნოლოგიებს" ასუბსიდირებს. მეტიც, იაპონიის მთავრობა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, მათი ღირებულების დაახლოებით 20%-ს თავად ფარავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები