უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

ანჩელოტი: შალკეს წინააღმდეგ შეტევაში, უფრო სწრაფად თამაში გვმართებს

ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი და ფლორენტინო პერესი
skysports.com

10 მარტს, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. პორტუ ბაზელს უმასპინძლებს, ხოლო შალკე რეალს ესტუმრება.

ამ შაბათ-კვირას, გერმანიის ბუნდესლიგაში შალკემ 3:1 დაამარცხა კონკურენტი ჰოფენჰაიმი, რეალმა კი ბილბაოს ატლეტიკთან დამარცხდა და ლა ლიგაში პირველი ადგილი დაკარგა.

"ხანგრძლივ სეზონში, გუნდი ყოველთვის წააგებს რაღაც თამაშებს. მადრიდელებს კვლავ ფენომენალური გუნდი ყავთ, რომელიც რამდენიმე უნიჭიერესი ინდივიდუალისტისგან შედგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მწყობრად ვითამაშოთ, გუნდურად. თუ ამას შევძლებთ, რეალს შეტევაში პრობლემებს შევუქმნით, " - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რობერტო დი მატეომ.

გერმანელებს დისკვალიფიკაციის გამო კევინ-პრინს ბოატენგი დააკლდებათ. ჰოფენჰაიმტან მატჩისას ტრავმები მიიღერ ჰიოვედესმა, ჰოგერმა, ჰუნტელაარმა და ჩუპო-მოტინგმა, თუმცა დი მატეოს თქმით, მათ შესახებ საბოლოო დასკვნას სამედიცინო შტაბი მატჩის წინ მიიღებს.

"ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე წინა შეხვედრაში, რათა შემტევებმა თავი უკეთ წარმოაჩინონ. არა მხოლოდ ამ შეხვედრაში, მთლიანად ტურნირში ჩვენი მიზანი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაა. მოდრიჩიც და ჰედირაც დღეს განაცხადში იქნებიან, ამ უკანასკნელს ალბათ მეორე ტაიმში შემოვუშვებ და ნახევარ საათს ვათამაშებ," - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

 

კომენტარები