გაზის ტარიფი

კალაძე: კომერციული პირისთვის გაზის ტარიფი ბიუჯეტის ხარჯზე 2 თვით შენარჩუნდება

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის ვიცეპრემიერის კახა კალაძის ინფორმაციით, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული ტარიფი 1 მაისამდე შენარჩუნდება და "ეს ხდება ბიუჯეტიდან სუბსიდირების ხარჯზე." 

"იცით, რომ გაცხადებული იყო კომერციული ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ამას ვინარჩუნებთ და ეს ხდება სუბსიდირებით. ეს ტარიფები შენარჩუნებული იქნება 1 მაისამდე და ეს ხდება ჩვენი ბიუჯეტის სუბსიდირების ხარჯზე და, რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს თუ არა სუბსიდირება. დღეის მდგომარეობით, რომ არ განხორციელებულიყო სუბსიდირება, ყველა ის ლიცენზიანტი კომპანია გადიოდა ზარალზე და ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დანგრევა, პირიქით წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ",-თქვა კალაძემ. მისივე თქმით, საუბარია 15 მილიონის სუბსიდირებაზე.

კომენტარები