ლარის გაუფასურება

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან გამყარდა

კოლაჟი / ტაბულა

დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.1 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.185 თეთრი ეღირება.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 4 თეთრით გამყარდა 12 მარტს ერთი ევრო 2.30 ეღირება. ლარის კურსის ევროს მიმართებით გამყარება სავარაუდოდ ევროს ისტორიულ გაუფასურებას უკავშირდება. ამ კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებით ევროს თერთმეტი წლის მინიმუმი 1.06 დაფიქსირდა.

ლარმა გამყარების ტენდენცია 25 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 16 თეთრით გამყარდა, თუმცა მარტში ეს გამყარების ტენდენცია ისევე გაუფასურებით შეიცვალა.

კომენტარები