თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება

რუსული მედია: მოსკოვ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება გადაიდო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო არჩევნებს უკრაინა, ლატვია და პოლონეთი არ აღიარებენ
ვალერი მელნიკოვი / RIA Novosti

მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ რუსული გამოცემა ვზგლიადი წერს.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ცხინვალის დელეგაციისთვის, რომლის ნაწილი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა. ოფიციალურ კომენტარს ხელმოწერის გადადების მიზეზებზე მოსკოვში არ აკეთებენ. ავტორი აღნიშნავს, რომ ყველაზე რადიკალური ვერსიის თანახმად, მოსკოვი ამგვარად რეაგირებს საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლის გააქტიურებაზე და ოპოზიციის განცხადებებზე რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ. რის გამოც ე.წ. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას და სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას აპირებს.

ავტორი ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა უკრაინის მოვლენების ფონზე ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება მოსკოვისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია.

კომენტარები