თბილისის მერია

ნარმანიამ ვაკის გამგებლის პოსტზე ლაშა აბაშიძე წარადგინა

0 კომენტარი
ფოტო: telegraph.ge

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვაკის გამგებლის პოსტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლაშა აბაშიძის კანდიდატურა წარადგინა. როგორც ნარმანიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, "ვაკელებს ეყოლებათ ძალიან კვალიფიციური და გულისხმიერი გამგებელი, რომლითაც ვაკის მოსახლეობა აუცილებლად იამაყებს".

"ვაკის გამგებლის პოსტზე წარმოგიდგენთ ლაშა აბაშიძის კანდიდატურას. როგორც იცით, ის 2013-2014 წლებში იკავებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, მანამდე კი, მუშაობდა განათლების სამინისტროში. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება" - განაცხადა ნარმანიამ.

ვაკის გამგებლის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტზე წარადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები