აქცია

პარლამენტის ყოფილ შენობასთან რამდენიმე პირი დააკავეს

ტაბულა

პარლამენტის ყოფილ შენობასთან რამდენიმე პირი, მათ შორის, თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. თავისუფალი თაობის წევრებმა შენობიდან გამოსულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გოკა გაბაშვილს და გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირებაში თავისუფალი ზონის და სიმართლის თაობის წევრები ჩაერთნენ, რომლებიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. შედეგად, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ჯერჯერობით, არ კონკრეტდება, აქციის რამდენ მონაწილეზეა საუბარი.

ამ დროისთვის, დაპირისპირება აღმოფხვრილია. თავისუფალი ზონისა და სამართლის თაობის წევრები აქციას განაგრძობენ.

"მოვიდნენ ღარიბაშვილის დაქირავებული, ვიღაც პროვოკატორი, ჩეკისტი ბავშვები. დაიწყეს გინება და ჩხუბი, რა უნდა მომხდარიყო? მათი ჩვეულებრივი სტილია, სამწუხაროდ", - განაცხადა ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები