NATO-რუსეთის ურთიერთობა

სტოლტენბერგი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავის მეზობლებს და მათ საზღვრებს

AFP

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ესპანეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრისას. იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა მხარეებს, უზრუნველყონ პირობები და უსაფრთხოება იმისთვის, რომ გაეროს დამკვირვებლებს მიეცეთ საშუალება, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე ეფექტური მონიტორინგი აწარმოონ.

“ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან. მაგრამ რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავის მეზობლებს და მათ საზღვრებს. ეს არის სტაბილური და მშვიდობიანი ევროპის წინაპირობა. რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინაში აგრესიული ქმედებებისთვის და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთმა პატივი სცეს და ამას მოჰყვეს მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა. ჩვენ ვნახეთ ამ პროცესის ნიშნები და მივესალმებით ამას. თუმცა, ადგილზე არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე საკმარისი მონიტორინგი. გაეროს დამკვირვებლები სრულყოფილად უნდა იქნან დაშვებულნი ადგილზე და მათ უნდა მიეცეთ უსაფრთხოების გარანტიები. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელიც სჭირდებათ სრულყოფილი მონიტორინგისთვის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები