თბილისის საქალაქო სასამართლო

ლადო სადღობელაშვილს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

kvira.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფალი თაობის ლიდერს ლადო სადღობელაშვილს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

ლადო სადღობელაშვილი გუშინ, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მას შემდეგ დააკავეს, რაც თავისუფალი თაობის სხვა წევრებთან ერთად, გოკა გაბაშვილის და გიგა ბოკერიას ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა. დაპირისპირებაში თავისუფალი ზონის და სამართლის თაობის წევრებიც ჩაერთნენ, რომლებიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. პოლიციამ ლადო სადღობელაშვილთან ერთად, ენმ-ის ოთხი აქტივისტი და თავისუფალი ზონის ერთი წევრი, ფარნაოზ ჭკადუა დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ პროცესზე ენმ-ის წევრებიც 100-100 ლარით დააჯარიმა, ხოლო ჭკადუა ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა.

 

კომენტარები