დაკავებული მაღალჩინოსნები

პოლონელი პარლამენტარი: შეშფოთებული ვარ პატიმარი მაღალჩინოსნების მდგომარეობით

ანა ფოტიგა
polonews.in.ua

ევროპარლამენტის წევრი და პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი ანა ფოტიგა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარმა კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პატიმრობაში ყოფნა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ზიანს აყენებს.

"მე საქართველოს დიდი ხნის მეგობარი ვარ. როგორც ჩემი, ისე ზოგადად პოლონელების გრძნობები საქართველოსა და მისი მოსახლეობისადმი ცნობილია. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპასთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. თუმცა, როგორც მეგობარი შეშფოთებული ვარ იმ პატიმრების მდგომარეობით, რომლებსაც ქვეყანაში მაღალი თანამდებობები ეკავათ. ამ პატიმრების მდგომარეობა არ რგებს საქართველოს ზოგად სურათს საერთაშორისო დონეზე და ეს უნდა შეიცვალოს.

როგორც ევროპარლანენტში, ისე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ისე ეუთო-ს დასკვნებში პენიტენციური და საკანონმდებლო სისტემის ნაკლოვანებები საკმაოდ კარგად ჩნდება. ეს პატიმრები ვერ ხვდებიან საკუთარ ოჯახებს და ვერ სარგებლობენ ჩვეულებრივი პატიმრების ნორმალური უფლებებით. ეს ასე არ უნდა იყოს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ დაგვეხმაროს, რადგან სხვანაირად ძალიან რთული იქნება ჩვენი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები