საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრის ყველა ბილეთი გაყიდულია

rugby.ge

14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის გუნდს, რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის გათამაშების მე-4 ტურის მატჩში უმასპინძლებს. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, ამის შესახებ რაგბის კავშირის ვებგვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 14 მარტს, 17 სთ-ზე დაიწყება.

რაგბის კავშირი გულშემატკივრებს მოუწოდებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივიდნენ. 

ეს საქართველოსა და რუსეთის სარაგბო გუნდების, ისტორიაში მე-19 დაპირისპირება იქნება.

კომენტარები