შოთა არველაძე

შოთა არველაძე: მადლობა ქასიმფაშას, მე გადავდექი

facebook.com/kasimpasa

მატჩის შემდეგ ჩემს ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ გადავდგებოდი. დიდ მადლობას ვუხდი ყველას კლუბში, ეს განცხადება შოთა არველაძემ 13 მარტს, მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ქასიმფაშა სტუმრად, კონიასფორთან 2:1 დამარცხდა.

"მე გადავდექი იმ შედეგების გამო, რაც გუნდს აქვს. სეზონის მეორე ნახევარში კარგად ვერ ვთამაშობთ, შეგვეძლო მეტი ქულები დაგვეგროვებინა, მაგრამ... ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველა ძალიან მეხმარებოდა. ყოველ დღე სამსახურში ბედნიერი მივდიოდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა და ყველას წარმატებებს გისურვებთ, განაცხადა შოთა არველაძემ.

კონიასპორთან მატჩის პირველ ნახევარში, საინტერესო რამ მოხდა: რაიან ბაბელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მასპინძლები გაჩერდნენ, თუმცა ქასიმფაშას მოთამაშეებმა ბურთი მოიპოვეს და შედეგად დონკმა ანგარიში გახსნა. ამის გამო, არველაძემ მისი გუნდის ფეხბურთელებს მოუწოდა კონიასპორის მოთამაშეებისთვის საშუალება მიეცათ გოლი გაეტანათ და ანგარიში გაეთანაბრებინათ.

"ამაზე საუბარი არ მსურს, ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა, - განაცხადა შოთა არველაძემ."

კომენტარები