საქართველო - რუსეთი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

facebook.com/GeorgianRugbyUnion

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა რუსებს დიდი სხვაობით, 33:0 მოუგეს.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 6:0 მოიგო, მერაბ კვირიკაშვილმა ორიდან ორივე ჯარიმა ზუსტად გამოიყენა. რუსეთის ნაკრების სამივე საჯარიმო კი არაზუსტი იყო.
მეორე ტაიმში კვირიკაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 12:0 გახდა.

71-ე წუთზე პირველი ლელო დავით კაჭარავამ გაიტანა. გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 19:0 გახდა. 83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეორე ლელო ზურაბ ჟვანიამ დადო, მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა - 26:0.

მატჩის ბოლოს კვირიკაშვილის გარღვევის შემდეგ ასეიშვილმა ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო ანგარიში 33:0 დააფიქსირა. საქართველოს ნაკრები კვლავ ლიდერობს ევროპის ჩემპიონატს. მომდევნო და გადამწყვეტი თამაში საქართველოს ნაკრებს რუმინეთის ნაკრებთან ბუქარესტში, 21 მარტს ელის.

კომენტარები