ვითარება უკრაინაში

ჩინეთი უკრაინის სუვერენიტეტს მხარს უჭერს

gg2.net

ჩინეთი ურაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა, ლი კეციანმა სახალხო კონგრესის სესიის დასრულების შემდეგ ისაუბრა. კეციანის თქმით, ყირიმის საკითხი ძალიან ჩახლართულია და დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.

''უკრაინის კრიზისმა მსოფლიოს გეოპოლიტიკური სიტუაცია გაართულა და უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე. ყირიმის პრობლემა ძალიან რთული საკითხია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მისი მოგვარება დიალოგის გზით შეიძლება'', - განაცხადა კეციანმა.

კომენტარები