ფულადი გზავნილები

2015 წლის თებერვალში საერთაშორისო ფულადი გზავნილები 21%-ით შემცირდა

gmpopcorn.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 171 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21%-ით ნაკლებია. რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ფულადი გზავნილების კლება ყველაზე მეტად რუსეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებს შეეხო. 

ფულად გზავნილებში წამყვანი ადგილი ისევ რუსეთს უჭირავს. რუსეთიდან ოქტომბერში $28 მილიონი არის შემოსული, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 34%-ს შეადგენს. რუსული რუბლის დოლართან მიმართებით გაუფასურებამ იმ პირების შემოსავლების კლებაც გამოიწვია, ვინც ფულს რუსეთიდან უცხოეთში, მათ შორის საქართველოში აგზავნის. გასულ წელს რუსეთიდან $22 მილიონი დოლარით მეტი შემოვიდა. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირებას ეროვნული ვალუტის სიმყარეზე უარყოფითი ეფექტი აქვს, რადგანაც ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. 

მეორე უმსხვილესი დონორი ქვეყანა საბერძნეთია, რომლიდანაც თებერვალში $16 მილიონი შემოვიდა, რაც ფულადი გზავნილების 13%-ს შეადგენს.

თებერვალში ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: 

  • რუსეთი 48%
  • საბერძნეთი 16%
  • იტალია 10.9%
  • აშშ 8.7%
  • თურქეთი 7%

ეროვნული ბანკი საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებთან ერთად საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილი ფულადი გზავნილების მონაცემებსაც აქვეყნებს. წინა წლის თებერვალთან შედარებით წელს საქართველოდან უცხოეთში $2 მილიონით მეტი გადაიგზავნა. სულ ოქტომბერში საქართველოდან ფულადი გზავნილების სახით $14.6 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები