ციხის კადრები

ქართული ოცნება შეშფოთებულია ციხის კადრების არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შეშფოთებულია ციხის კადრების არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო. პარტია შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოთქვამს შეშფოთებას ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი დოკუმენტური ფილმის არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ მომხდარი, გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები და მიიღონ ყველა ზომა, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები", - წერტია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, გია სალუქვაძის ორგანიზებით, ზუგდიდში, ფოთსა და ხობში დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები ესწრებოდნენ. ტელეკომპანია ოდიშის სიუჟეტში ბავშვები ამბობენ, რომ ისინი ცენტრში მასწავლებელმა მიიყვანა.

აღნიშნულ საკითხზე მოკვლევას განათლების სამინისტრო დღეს დაიწყებს. უწყების ცნობით, ამის შესახებ მათთვის ცნობილი შაბათს გახდა. 

კომენტარები