პუტინი საკუთარ ჯანმრთელობაზე: ჭორების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა

Reuters

სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი შეხვდნენ. ეს ბოლო 10 დღის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პუტინი კამერების წინ გამოჩნდა. ატამბაევის თქმით, პუტინი ჯანმრთელადაა და მისი ბოროტისმსურველნი ვერ ეღირსებიან რუსეთის ლიდერის ცუდად ყოფნას.

„ვლადიმირ პუტინმა მანქანით გამასეირნა, საჭესთან თვითონ იჯდა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჭორები ნაკლები იყოს“, - განაცხადა ატამბაევმა.

პუტინის განცხადებით კი, ჭორების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა.

კომენტარები