პარლამენტის შუალედური არჩევნები

მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს

2015 წლის ოქტომბერში, მარტვილის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში. თუკი პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ - უახლოეს აპრილში. 

პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს ადგენს ცესკო, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.

მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარების წევრი ნაული ჯანაშია 68 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 

კომენტარები