ლარის გაუფასურება

ლარი გამყარების შემდეგ ისევ გაუფასურდა

ლარის სიმბოლო
nbg.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 1.57 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.1939 ლარი იქნება. ლარი დღეს ევროსთანაც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევრო 2.33 ლარი ეღირება. ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია 13 მარტს დაიწყო, როდესაც ლარის კურსი 0.57 თეთრით გამყარდა, თუმცა ეს გამყარება დიდხანს არ გაგრძელებულა და ლარის გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურდა. 

თებერვალში ექსპორტის მოცულობა 23%-ით, ხოლო ფულადი გზავნილების მოცულობა 21%-ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალში სავალუტო შემოდინებები შემცირებული იყო, რასაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე უარყოფითი ეფექტი აქვს.

კომენტარები