ენერგეტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ტრანსანატოლიურ გაზსადენს ჩაუყრის საფუძველს

ტრანსანატოლიური გაზსადენის მარშრუტი
erciyas.com

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ქალაქ ყარსში გიორგი მარგველაშვილი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის" TANAP-ის პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, ტრანსანატოლიური გაზსადენის მშენებლობა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია.

ტრანსანატოლიური გაზსადენის მშენებლობის დასრულება 2018 წელს იგეგმება და მისი ღირებულება 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. გაზსადენის ოპერატორი აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარი იქნება. მილსადენი წელიწადში 23 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას შეძლებს. გაზსადენის მშენებლობაში ბრიტანული BP-იც არის ჩართული.

კომენტარები