Lufthansa

LUFTHANSA-ს პილოტები გაფიცვას გეგმავენ

An aerial view of Lufthansa planes parked on the tarmac of the closed Frankfurt's Airport
Johannes Eisele / REUTERS

BBC-ის ცნობითგერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები ოთხშაბათს 24-საათიანი გაფიცვის დაწყებას გეგმავენ. გაფიცვის გამო 24 საათის განმავლობაში კომპანია რეისებს ვერ შეასრულებს, რის გამოც მგზავრებს რეისების გადაცვლა მოუწევთ. გაფიცვის ორგანიზატორი პილოტთა პროფკავშირებია. 

Lufthansa-ს პილოტებმა სრულმასშტაბიანი გაფიცვები გასულ წელს დაიწყეს, ისინი ხელფასების 10%-ით გაზრდას და უკეთეს სადაზღვევო და საპენსიო პაკეტს მოითხოვენ. გასულ წელს კომპანიას გაფიცვების გამო 232 მილიონი ევროს ზარალი მიადგა. 

კომენტარები