სტომატოლოგიური კლინიკა

შემოწმების შემდეგ ოცმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ მუშაობა შეწყვიტა

ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით თბილისსა და უმეტეს რეგიონებში დაასრულა. შედეგად, უწყების ცნობით, ოცმა დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა, ამ ოციდან ხუთმა შეიცვალა რეკვიზიტები, იურიდიული მისამართი, გამოასწორა ხარვეზები და განაახლა საქმიანობა.

სამინისტრომ იმ სტომატოლოგიური დაწესებულებების სიაც გამოაქვეყნა აქვეყნებს, რომლებმაც შემოწმების შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტეს.  ესენია: 1.ინდ. მეწარმე "თინათინ ბესელია", მის.:თბილისი, თემქა XIმკ/რ, Iკვ. 2.შპს "რეფერალური ჰოსპიტალი 2012", მის.:თბილისი, ხიზანიშვილის N 17. 3. ინდ. მეწარმე "ვადიმ ავეტისიანი", მის.: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 30, I კ. შენობა 2. 4.შპს "ფემილი დენტალ ოფის", მის.: თბილისი ქინქლაძის ქ. N26. 5.შპს "დენტა ლუქს +", მის.: თბილისი, ზაზა ვეშაპურის N5. 6. შპს "თბილისი 24-ე შერეული პოლიკლინიკა - საოჯახო მედიცინის ცენტრი", მის.: თბილისი, რუსთავის გზადკეცილი 28. 7.ინდ. მეწარმე "ნინო მუკბანიანი", მის.: თბილისი, გუმათჰესის ქუჩა, კორპ 16ა, ბ1. 8. ინდ.მეწარმე "ნინო ბაკურაძე", მის.: თბილისი, ქეთევან წამებულის N92. 9. ინდ.მეწარმე "არკადი სააკიანი", მის.: თბილისი, გუმათჰესის N9, 10.შპს "ლადანი"; სამტრედიის N2. 11.შპს "კვარა-დენტი"; თამარ მეფის გამზ N12. 12. ინდ.მეწარმე "ზაზა ჩავხაძე", აკ. წერეთლის N67. 13. შპს "მედი დენტალ", მის.:ტაბიძის N44. 14. სს "სტომატოლოგი", მის.:აღმაშენებლის N255. 15. ინდ.მეწარმე "ეკა სარჯველაძე", მის.: აკ. წერეთლის 110.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, სტომატოლოგიურ კაბინეტებში მონიტორინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მისივე თქმით, სტომატოლოგიური დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი ინფექციის არასათანადო კონტროლია.

კომენტარები