საქართველოს ეკონომიკა

ხადური: საკმაოდ იმედიანი თვე იყო თებერვალი

მთავრობის ადმინისტრაცია

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს თებერვლის თვის ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა. ხადურმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ თებერვალი იმედიანი თვე იყო.

"მინდა, გითხრათ, რომ თებერვალში გაზრდილია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა. თუ შარშან ის შეადგენდა 3.4 მილიარდ ლარს, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. ასევე მინდა, გითხრათ, რომ წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დღგ-ის ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 10%-ით. ამავე დროს, მინდა გითხრათ, დღევანდელი დილის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 354 მილიონი ლარის გადასახადები, რაც 104 მილიონი ლარით მეტია შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამავე დროს, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 მლრდ 670 მილიონი ლარის ხარჯი, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 165 მილიონი ლარით მეტი. ასევე 123 მილიონი ლარით გაზრდილია საბოლოო ნაშთი, ეს არის 478 მილიონი ლარი, აქედან 272 მილიონი ლარი არის განთავსებული კომერციულ ბანკებში. თებერვლის თვის ტენდენცია იყო ძალიან საინტერესო. საინტერესოა ის, რომ დასაბეგრი ბრუნვები 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო განთავისუფლებული ბრუნვები - 41%-ით. ასეთი მდგომარეობაა მაკროპარამეტრების კუთხით, საკმაოდ იმედიანი თვე იყო თებერვალი", - უპასუხა ხადურმა.

კომენტარები