21 მარტის აქცია

ელჩი: ვიმედოვნებთ, რომ აქციაში ჩართული ყველა მხარე იქნება მშვიდობიანი

ტაბულა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი იმედოვნებს, რომ 21 მარტის აქცია მშვიდობიანად წარიმართება. მისი თქმით, ძალადობის ნებისმიერი ტენდენცია დაუშვებელია.

"ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე, რომელიც აქციაში ჩაერთვება, იქნება მშვიდობიანი. გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანის ლეგიტიმური უფლებაა მსგავს დემონსტრაციებსა და აქციებზე. აქციები დემოკრატიის ნაწილია. ეს იქნება ფორუმი, სადაც წარმოადგენენ ხედვებს. რა თქმა უნდა, ძალადობის ნებისმიერი ტენდენცია დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ზემოთქმულ გზავნილს. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ აქცია წარიმართება მშვიდობიანად და კონსტრუქციულად, დემოკრატიული გზით", - თქვა ელჩმა.

შაბათს, 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

კომენტარები