ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან მიმართებით 2, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა

ლარის სიმბოლო
nbg.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 20 მარტს ერთი დოლარის ღირებულება 2.225 ლარი იქნება. ლარი დღეს ევროსთან 3.88 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი ევრო 2.37ლარი ეღირება.

თებერვალში ექსპორტის მოცულობა 23%-ით, ხოლო ფულადი გზავნილების მოცულობა 21%-ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალში სავალუტო შემოდინებები შემცირებული იყო, რასაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე უარყოფითი ეფექტი აქვს. 

კომენტარები