რუსეთ-საქართველო

ბერუჩაშვილი პესკოვის განცხადებაზე: ამ ფონზე ახალი დიალოგები არ შეიქმნება

ტაბულა

"იმის ფონზე, რომ გუშინ პრაქტიკულად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიის ანექსია, ეს ფონი არის უმძიმესი და მე რთულად წარმომიდგენია ამ სიტუაციაში კიდევ დიალოგის ახალი ფორმატების შექმნა. ის ფორმატები, რაც არსებობს, საქართველო იყენებს და შეეცდება, გამოიყენოს უფრო ეფექტიანად. ეს ფონი ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ახალი დიალოგების შექმნას", - საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადების საპასუხოდ თქვა.

პესკოვის განცხადებით, "რუსი და ქართველი დიპლომატები ვლადიმირ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავენ, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია 9 მაისს რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვებისადმი დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად, თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტი ამ შეხვედრას არ დაესწრება და ამის თაობაზე უკვე გაცხადდა.

კომენტარები