ქალთა მიმართ ძალადობა

სოფელ ბოდბისხევში მამაკაცმა ქალი მოკლა და შემდეგ, თავი ჩამოიხრჩო

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მამაკაცმა 27 წლის ქალი მოკლა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის (სსკ-ის 108-ე მუხლი) და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე (სსკ-ის 115-ე მუხლი) დაიწყო. 

ორივე მათგანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამხედრო გაწვევის სამსახურში მუშაობდა. ტრაგედია ბოდბისხევში ავტოსკოლასთან მოხდა, სადაც გელაშვილი ლალი ბალიაშვილს დახვდა. მან ქალი ერთი გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილი მიატოვა, თავად კი ერთ-ერთ სარდაფში თავი ჩამოიხრჩო.

კომენტარები