სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირი სანქციების მოქმედებას წლის ბოლომდე გაგრძელებს

wiwo.de

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედებას წლის ბოლომდე გააგრძელებს. ევროკავშირის სამიტზე შეკრებილი ლიდერების გადაწყვეტილებით, ეს ვადა მოსკოვს მინსკის შეთანხმების შესასრულებლად ეძლევა. ენერგეტიკის, ფინანსებისა და თავდაცვის სფეროში მოქმედი სანქციების ვადა ივლისში იწურებოდა. მათი გაგრძელების წინააღმდეგ საბერძნეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი გამოდიოდნენ.

კომპრომისული გადაწყვეტილების თანახმად, ფორმალურ გადაწყვეტილებას სანქციების გაგრძელების შესახებ ივლისში მიიღებენ. გასულ კვირაში ევროკავშირმა ასევე 150 ფიზიკური და 37 იურიდიულ პირის მიართ პერსონალური სანქციების მოქმედება გააგრძელა.

"ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა იქნება პირდაპირ დაკავშირებული მინსკის შეთანხმების შესრულებასთან. მხედველობაში ვიღებთ, რომ ეს 2015 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

კომენტარები