უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან

თეორემა/ტაბულა

გახდება თუ არა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დღეს გაირკვევა. პარლამენტში კენჭისყრა დღეს უნდა გაიმართოს. კანდიდატურის დასამტკიცებლად 76 ხმა არის საჭირო. ამ დრომდე უმრავლესობას გვენეტაძესთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ის უმრავლესობის წევრებს შეხვდა და გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობა მის კანდიდატურაზე შეთანხმდა. გვენეტაძეს მხარს თავისუფალი დემოკრატებიც დაუჭერენ.

გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ ნინო გვენეტაძე შევარდნაძის მმართველობის პერიოდის კორუმპირებული მოსამართლეა.

დღეს კენჭისყრის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის დეპუტატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგინა.

კომენტარები