უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

წულუკიანი მოხარულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალი გახდა

news.ge

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხარულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალი გახდა. უწყებამ განცხადება გაავრცელა.

"იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს გუნდი მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტის მიერ ნინო გვენეტაძის არჩევას. თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე მჭიდროდ ითანამშრომლებს სამინისტროსთან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების გზაზე და ერთიანი ძალისხმევით დანერგავენ რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს.

თეა წულუკიანი, ასევე, მოხარულია, რომ ქალბატონი გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წარმატებას უსურვებს მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე არჩეულია. გვენეტაძე 88 ხმით ერთხმად აირჩიეს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები