რუსეთი

პუტინმა ყაზახეთს და ბელარუსს საერთო ვალუტის შემოღება შესთავაზა

ვლადიმირ პუტინმა ყაზახეთისა და ბელარუსის ლიდერებს სავალუტო კავშირის შექმნა შესთავაზა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ასტანაში ნურსულთან ნაზარბაევთან და ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, მისი აზრით, საერთო ვალუტაზე ფიქრის დრო მოვიდა.

სამი ქვეყნის ლიდერებმა ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებზე და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ შესაძლოა ევრაზიული კავშირის წევრების საერთო ვალუტაზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდეს. 

კომენტარები