ევროპა ლიგა 2015-16

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

uefa.com

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები პარასკევს, 20 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაირკვა. 

ერთი დღით ადრე, ბოლო მერვედფინალური დაპირისპირებები გაიმართა. ჯაბა კანკავას დნიპრომ, დამატებით დროში გაუტანა სტუმრად, ამსტერდამის აიაქსს და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთი გაუშვა, შემდეგ ეტაპზე სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი გავიდა.

მეოთხედფინალური მატჩბი 16 და 23 აპრილს გაიმართება.

გთავაზობთ წილისყრის შედეგებს:

სევილია (ესპანეთი) - ზენიტი (რუსეთი)
დნიპრო" (უკრაინა) - ბრიუგე (ბელგია)
კიევის დინამო (უკრაინა) - ფიორენტინა (იტალია)
ვოლფსბურგი (გერმანია) - ნაპოლი (იტალია)

კომენტარები