უგულავას საქმე

PACE-ს მომხსენებელი უგულავას წინასწარი პატიმრობის გაგრძელებამ შეაშფოთა

პედრო აგრამუნტი
http://www.epp-cd.eu/

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის გამოყენების საკითხებზე, ესპანელი პარლამენტარი პედრო აგრამუნტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო.

"მე მოვინახულე ბატონი უგულავა ციხეში თბილისში ჩემი ფაქტების დამდგენი ვიზიტის დროს 2015 წლის თებერვალში და ველოდი, რომ იგი მალე გათავისუფლდებოდა, როგორც კი მისი 9-თვიანი წინასწარო პატიმრობის ვადა ამოიწურებოდა. უსიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ მისი პატიმრობა გაგრძელდა 9 თვიანი ლიმიტის მიღმა მხოლოდ არსებული ბრალდებების მოდიფიცირების საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი 10 წაყენებული ბრალდებიდან ჯერჯერობით საბოლოო განაჩენამდე არ მისულა, არ შემიძლია ის დასკვნა არ გამოვიტანო, რომ გენერალური პროკურატურის გულმოდგინებას პოლიტიკური მოტივაცია აქვს", - აღნიშნავს PACE-ს მომხსენებელი.

პედრო აგრამუნტი ამჟამად ამზადებს მოხსენებას წინასწარი პატიმრობის გამოყენებაზე რუსეთში, საქართველოსა და თურქეთში განხორციელებული ვიზიტების საფუძველზე.

კომენტარები