21 მარტის აქცია

GPB-სთან მიმდინარე კონტრაქციაზე ენმ-ის გასამართლებას ითხოვენ

ტაბულა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაერთიანება ერთსულოვნებამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით დღეს გამართულ აქციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან განთავსებულ კარვებში ხელმოწერებს აგროვებენ მოთხოვნით - გასამართლდეს და აიკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებრივი მაუწყებელიც გააკრიტიკეს და ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიკერძოებულად გაშუქებაში დაადანაშაულეს.

გაერთიანება ერთსულოვნებას აქციას შეუერთდნენ ემზარ კვიციანი და ტრისტან წითელაშვილი. მათი თქმით, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების გასამართლებას არ დაიწყებს.

კომენტარები