21 მარტის აქცია

ბოკერია მიტინგზე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს წინდების აქციით შეუერთდა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია 21 მარტის მიტინგზე, სიტყვით გამოსვლისას დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა. სოლიდარობის ნიშნად მან ხელზე ამ დღესთან დაკავშირებული სიმბოლო - ჭრელი წინდა გაიკეთა. ბოკერიას თქმით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

''ჩვენ შორის არიან ჯგუფები, რომლებსაც ამ საერთო გასაჭირის ფონზე განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ. დღეს ერთ-ერთი ასეთი ჯგუფისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეა. ეს არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დღე. ჩვენ გვერდზე არიან ასეთი ოჯახები, არიან ასეთი ბავშვები.

ისინი ჩვენს გვერდზე ცხოვრობენ და მე სიამოვნებით ვუერთდები მათ სიმბოლოს, ეს სიმბოლო არის ბავშვის წინდა. ჩვენი ვალია მათ ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტოები არ არიან და ისინი არიან თანასწორი ნაწილი ჩვენი საზოგადოების. მათ აქვთ ჩვენსავით უფლება, რომ ჰქონდეთ შანსი თავისუფლებისკენ სწრაფვის'', - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები