21 მარტის აქცია

აქციის მონაწილეებმა მთავრობას წითელი ბარათები აჩვენეს

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მთავრობას წითელი ბარათები აჩვენეს.

"ეს წითელი ბარათები არის იმისთვის რომ მიხვდნენ - მათი დრო ამოიწურა. მათ ქართველმა ხალხმა წითელი ბარათი უჩვენა. დიდი წითელი ბარათი ამ მთავრობას ქართველი ხალხისგან" - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან, სადაც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ლიბერალის ინფორმაციით, კანცელარიის შენობის შესასვლელს პოლიციელები რკინის კონსტრუქციებით ამაგრებენ. პოლიციელებმა ლიბერალის ჟურნალისტის კითხვას უპასუხეს, რომ ასეთი ბრძანება აქვთ მიღებული. 

კომენტარები