21 მარტის აქცია

ენმ: დღევანდელ საპროტესტო აქციას 50 000 ადამიანი დაესწრო

21 მარტის აქცია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მონაცემებით, დღევანდელ საპროტესტო აქციას 50 000 ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განუცხადა.

"ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელი მთავრობის გადადგომა 50 000-მა ადამიანმა მოითხოვა. ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს. უნდა მოახერხო, რომ ორ წელში ამდენი ხალხი გამოვიდეს საპროტესტო აქციაზე", - თქვა მელიამ.

კომენტარები