ქართული ოცნების პოლიტსაბჭო

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ქართული ოცნების ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, რომ დღეს იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში შესულ კანონპროექტებზე მიაწვდიან ინფორმაციას. 

დავით საგანელიძის თქმით, ამ დროისთვის არ არის ცნობილი, განიხილავენ თუ არა პოლიტსაბჭოს წევრები არმაზ ახვლედიანის საკითხს. არმაზ ახვლედიანმა პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა. 

კოალიციის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

კომენტარები